სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” 9 ათას 984 ლარი ჯდება

ქედაში ეკონომიებიდან დარჩენილი 1562 ლარი ტრადიციულ დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ დაუმატეს რამაც საერთო ჯამში 9 ათას 984 ლარი შეადგინა.

საკითხი დღეს ქედის საკრებულო სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე დღის წესრიგით სულ ცხრა საკითხი იყო.

სხდომის მსვლელობისას დარბაზი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ვაჟა ბოლქვაძემ დატოვა.

ბოლქვაძე სხდომის დატოვების მიზეზად თავისი შენიშვნების გაუთვალისწინებლობას ასახელებს.

დებუტატებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისა და საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ადგილზეც იმსჯელეს.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები