სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი შემსრულებლები განაწყენდნენ

რატომ გადაიფიქრა ქობულეთის გამგეობამ დაგვის სახალხო ზეიმის დაფინანსება? ადგილობრივები მიზეზად იმ წერილს ასახელებენ, რომლითაც პრემიერს მიმართეს და სოფლის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ითხოვეს. ეს წერილი საბოლოოდ ქობულეთის გამგეობაში მოხვდა, სწორედ ამიტომ დაგვაში  მცხოვრები მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გამგეობამ დაფინანსება განაწყენების ნიადაგზე შეწყვიტა.

რა გახდა ამის მიზეზი – ამას გამგეობაში არ გვიკონკრეტებენ. ეს ღონისძიება უკვე მეთერთმეტე წელია ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულზე იმართება, გასული ათი წლის განმავლობაში მას გამგეობა აფინანსებდა. წელს, იგი ადგილობრივების სახსრებით, სცენის და ჯილდოების გარეშე გაიმართა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები