სახლებით უზრუნველყოფის პროგრამა

უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამაში „ბენეფიციარების ჩასართავად შუახევის მერია  განცხადებების მიღებას  იწყებს. სპეციალური  კომისია ოჯახების შესწავლას  1 მარტამდე დაასრულებს.  2018 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიას გასულ წელს 41  ბენეფიციარმა მიმართა, მათგან  11  დაკმაყოფილდა, რისთვისაც 119 ათას 900 ლარი დაიხარჯა. ერთ ოჯახზე 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები