სახლი 10 ეკომიგრანტ ოჯახს

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლის მოძიება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ეთხოვებათ.
აქედან ცხრა ოჯახი შუახევის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად სხვადასხვა პერიოდში დაიმეწყრა.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი 94-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა.
პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს საცხოვრისი 96-მა ოჯახმა მიიღო.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები