სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩაისუბანში ხილაძეების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა მათშორის ერთი მცირეწლოვანი. მეზობლების ინფორმაციით დაშავებულია ოჯახის ორი წევი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის განცხადებით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მინდია კახიძის თქმით მოზარდს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. თვითმხილველების თქმით ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილობრივების ინფორმაციით სახლი სავარაუდოდ სიძველის გამო ჩამოინგრა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები