საკრებულოს თანამშრომლებმა საახალწლო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების რვა შვილიან ოჯახს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები ეწვივნენ. სოციალურად დაუცველ ოჯახს დეპუტატებმა საახალწლო ნობათი, სურსათი და ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით გადასცეს. საქველმოქმდო აქცია საკრებულოს აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, მსგავსი აქციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები