საკრებულოს თავმჯდომარე წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

ქ.თბილისში შავი ზღვის უნივერსიტეტში OLYINFO-ს დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც თხილნარის N1 სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა, ოლიმპიადაზე მურად ნაკაშიძემ მეორე ხარისხის დიპლომი, მახარე მახარაძემ და დაიანა დიდმანიძემ მესამე ხარისხის დიპლომები, ხოლო კიდევ ექვსმა მოსწავლემ საუკეთესო ათეულის დიპლომები მიიღეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე და კომისიის თავმჯდომარეები შეხვდნენ, დეპუატებმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. წარმატებული მოსწავლეების პედაგოგი და ინფორმატიკის მასწავლებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვისა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძეა.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები