საკურორტო სეზონი გოდერძზე მომავალ კვირას გაიხსნება

კურორტ “გოდერძზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად მომდევნო კვირიდან გაიხსნება. წელს დამსვენებელს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო მოემსახურება. ბავშვებისთვის და მოყვარული მოთხილამურეებისთვის სასრიალო ტრასა მოეწყობა. კურორტზე უკვე დასრულებულია 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზა, სადაც ბურანებისთვის სპეციალური სასეირნო ტრასა გაკეთდება.

დაგეგმილია სწრაფი კვების ობიექტებისა და თხილამურებისთვის განკუთვნილი შენობების მშენებლობა, ასევე ადმინისტრაციული და 112-ის ბრიგადებისთვის განკუთვნილი შენობის მოწყობა. რაც შეეხება დაანონსებული ვერტმფრენის მომსახურებას, ვერტმფრენი წელს ვერ იფრენს. კურორტიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ დანისპარაულში დამსვენებელს საშუალება ექნებათ საოჯახო ტიპის სასტუმროებითაც ისარგებლონ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები