სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უკანონო ქმედება გრძელდება

სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასური ძველ ტარიფს დაუბრუნდა. მგზავრობის საფასური ისევ 40 თეთრია, თუმცა მოსახლეობის ნაწილის თქმით, დღეს მგზავრობისას 50 თეთრი გადაიხადეს.

მძღოლებმა მგზავრობის ტარიფი ორი დღის წინ თვითნებურად გაზარდეს, თუმცა გუშინ მერიასა და გადამზიდავ კომპანიებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომამდე ტარიფი ძველ ნიშნულზე დაბრუნებულიყო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები