სამართალდამცავებმა აჭარაში ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცავებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები