“სამართალი სახლში დაგრჩათ?” – ბათუმში მე–12 კლასის მოსწავლეები აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე  მე–12 კლასის მოსწავლები შეიკრიბნენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.  აქცის მონაწილეები 2019 წლის  საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ.

 “ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის” – აცხადებს ერთერთი მოსწავლე.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს ამ წუთებში არ ესწრებიან და  ისინი 15:00 საათზე, მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციით, 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.   წელს კი საატესტატო გამოცდის ჩაბარება მე–11 კლასის მოსწავლეეებს აღარ მოუწევთ.

სხვა ვიდეოები