სამი ავარია ერთი საათის განმავლობაში

სამი ავარია მოხდა თითქმის ერთდროულად, ცოტა ხნის წინ ბათუმში. ბათუმი-ქობულეთის გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ჭავჭავაძის ქუჩაზე კი ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე ქალს დაეჯახა ცოტა ხნის წინ მოტოციკლეტი გორგილაძის ქუჩაზე. მისი მდგომარეობაც სტაბილურია. სამივე შემთხვევაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები