სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

 

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ.

ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ალენ მირზოიანს შეხვდება, გობაძე თურქ ბურჰან აკბუდაკს დაეჭიდება, მძიმეწონოსანი პატარიძის მეტოქე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი სერგეი სემიონოვი იქნება.

წყარო:”GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა ვიდეოები