სამინისტრომ აჭარაში ჯანდაცვის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა

მედიცინის მუშაკთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიცინის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა. მათი უმრავლესობა ექიმია.

დაჯილდოვდნენ:

გული ქიქავა, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი;

ნათელა ანანიძეკლინიკა „მედცენტრის“ ონკოგინეკოლოგი;

რამაზ შაქარაძე, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი;

ალექსი ცეცხლაძე, ბობოყვათის ამბულატორიის ექიმი;

ლალი კალანდაძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი;

მართა სიორდია, ჩაქვის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი;

ლიანა დეხტიარევაგონიოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი;

ნანა დონდოლაძეაჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი;

რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის  ფილიალის უფროსის მოადგილე;

გურამ  ქარცივაძებარათაულის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის თერაპევტი;

ციცინო შავაძე, დიდაჭარის სოფლების: ირემაძეების, გობაძეებისა და ბოძაურის ოჯახის ექიმი, ხულოს საავადმყოფოს ექიმი – პედიატრი;

თამაზ აბაშიძე, თხილნარის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი;

ირინა ზამთარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი;

თენგიზ თებიძე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი;

თამაზ ხმალაძებათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის  ექიმი;  

ნანა საყვარელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა  დღის ცენტრ ,,თანას“ დირექტორი;

ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მეან-გინეკოლოგი. 2016 წლიდან არის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;

გიორგი ხალვაში, დანდალოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი;

ირმა სანიკიძეაჭარის დასაქმების სააგენტოს ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი;

მინდია კახიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი.

დაჯილდოებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები