სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმება. ამ თემაზე პარლამენტში შეხვედრა იწყება, რომელსაც შესაბამისი უწყებების პირველი მოადგილეები და ექსპერტები ესწრებიან.

როდიდან შეიცვლება გაწვევის წესი, კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს.

“ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს. გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს”, – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები