სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს,რომელიც 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.საქართველოში მცხოვრები 18 – დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან შესაბამის სამსახურში გამოცხადდნენ და გაიარონ რეგისტრაცია.
წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა გრძელდება შუახევშიც. წვევამდელებს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ გაცილება მოუწყო და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში წარმატებები უსურვა. წვევამდელები სამედიცინო შემოწმებას ქალაქ თბილისში გაივლიან და დაირიცხებიან საქართველოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში.

წყარო:”შახევის მუნიციპალიტეტის  მერია”

სხვა ვიდეოები