სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ომარ ტაკიძემ მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. დღესვე გაიმართ საბჭოს სხდომაც, სადაც ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს და რიგ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს.

მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. საბჭოს მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა; მოსახლეობას და მერს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის და მერიის საქმიანობის ეფექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;  საბჭოს მომდევნო სხდომა იანვარში ჩაინიშნა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები