სამსახურიდან გათავისუფლებულთა პროტესტი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იალჩინში 10  თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ არ აუღიათ ხელფასი და მათთვის გათავისუფლების მოტივი უცნობია.

აჭარის პროფკავშირებში ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებენ. ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ცენტრის მენეჯერს, რომელმაც იურისტთან გადაგვამისამართა. იურისტი ბრალდებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ  ამ დრომდე არც ერთ თანამშრომელს მისთვის არ მიუმართავს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები