სამთო ბანაკი რაჭაში

ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები რაჭის სამთო ბანაკში გაემგზავრნენ. ბანაკი 15-დან 23 ივლისამდე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ახალგაზრდამ მიიღო. სამთო ბანაკის წევრები სხვადასხვა ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტივობაში ჩაერთვნენ, დაეუფლნენ სამთო ხელოვნებას, კლდეზე ცოცვას, მწვერვალის დალაშქვრასა და მდინარეზე თოკით გადასვლას.
მონაწილეები ა(ა)იპ ,,აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირის“ მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა. პროექტი ბათუმის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები