სამთო ბანაკი რაჭაში

ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები რაჭის სამთო ბანაკში გაემგზავრნენ. ბანაკი 23 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 25 ახალგაზრდა მიიღებს. სამთო ბანაკის წევრები სხვადასხვა ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტივობაში ჩაერთვებიან, დაეუფლებიან სამთო ხელოვნებას, კლდეზე ცოცვას, მწვერვალის დალაშქვრასა და მდინარეზე თოკით გადასვლას. გარდა ამისა, კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყობა სახალისო და ინტელექტუალური თამაშები.
მონაწილეები ა(ა)იპ ,,აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირის“ მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა. პროექტი ბათუმის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები