სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი ბათუმში იმყოფებოდა

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვევით, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესასწავლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი იმყოფებოდა.

ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ვიზიტის დასრულების შემდეგ „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ მოწვეულ სტუმართან შეხვედრა გამართა.

ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტის „ბათუმის წყალის“ წყალარინების მთავარი ობიექტების მონახულების მიზანს, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე დენიტრიფიკაციისა და ფოსფორის ქიმიური დალექვისთვის შესაბამისი კუაგულანტის მოძიების საკითხი წამოადგენდა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია ანაერობული აუზებიდან ბიოგაზის დაჭერისა და გამოყენების პროექტის მომზადება.

სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, კონრად ბუხაუერი ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მუშაობის, ბიოგაზის დაჭერისა და გამოყენების შესახებ დეტალურ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში მოცემული იქნება ინფორმაცია სამომავლო პროექტების ღირებულების შესახებ.

ანაერობულ აუზებზე ბიოგაზის დაჭერის მეთოდოლოგიის შემუშავების შემდეგ, „ბათუმის წყალი“ დეტალურ დიზაინური პროექტის შემუშავებისთვის ტენდერს გამოაცხადებს.

 წყარო: “ბათუმის წყალი”

სხვა ვიდეოები