სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება გრძელდება

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა თამარის დასახლების №17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის ეზოში. აღნიშნული ღონისძიებები ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება და ასფალტის საფარის დაგება ჯამში 34 ეზოშია გათვალისწინებული, რისთვისაც 1 მილიონ 402 ათასამდე ლარია გამოყოფილი. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი” ასრულებს.

“ქალაქ ბათუმის მერია’

სხვა ვიდეოები