“საპატიო ქედელები”

ქედაში სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და საზოგადოების წევრები. მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს ქედელობა მოულოცა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები. გამოფენილი იყო ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრები, მოეწყო ნობათის კუთხის გამოფენა-გაყიდვა. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს საკონცერტო ნომრები, გაიმართა სპორტული აქტივობები.

ღონისძიების ბოლოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სამსახურში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის 5 ადამიანს საპატიო ქედელის წოდება მიანიჭეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

სახალხო დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში“ 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის თვის დასაწყისში იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია ქედის კულტურის ცენტრი, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.

წყარო:Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები