საპენსიო რეფორმა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება და 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ.

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ნებაყოფლობითი კი ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ასაკის მიუხედავად ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან. კანონპროექტი დღეს ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული ბანკის და ბიზნეს ასოციაციის წევრებმა განიხილეს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები