საპროტესტო აქცია – 200 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლეს

ახალ ბულვარში ერთ-ერთ მშენებარე ობოექტზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ 200 მუშა სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ დაღუპული მუშების გასვენებაში იმყოფებოდნენ, რის გამოც სამუშაოზე არ გამოცხადნენ. დღეს კი სამსახურში მისულები ობიექტზე არ შეუშვეს. „გვითხრეს რომ სამუშაოებს სხვა კომპანია განახორციელებს,“ – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

ისინი კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელობასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. კომპანიის წარმომადგენელი რაულ კახაძე, ამბობს რომ სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, ადგილი აქვს გაუგებრობას. მისივე თქმით სამუშაოები დროებით გაჩერებულია. მიზეზი კი ობიექტზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ასახელებს. როგორც ცნობილია მშენებლობის დროს მუშა დაიღუპა. საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი მუშა ცუდად გახდა. ამ წუთებში ახალ ბულვარში მშენებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები