საქართველო ტურისტულად მიმზიდველ 22 ქვეყანას შორის მოხვდა

საქართველო ტურისტულად მიმზიდველ 22 ქვეყანას შორის მოხვდა, 2018 წლის რეიტინგი ამერიკული გამოცემა ,,ბლუმბერგში” გამოქვეყნდა.

“მეხუთე საუკუნიდან საქართველოს დედაქალაქი 29-ჯერ დაინგრა და ხელახლა აშენდა. გასაკვირი არ არის, რომ მისმა მებრძოლმა სულმა და კრეატიულმა ენერგიამ თბილისი ბერლინს გაუთანაბრდა, ვიდრე ის, ცნობილი გახდებოდა თავისი ღამის ცხოვრებით. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე გავლენა იქონია” – წერია სტატიაში საქართველოს შესახებ. ავტორის თქმით, ირანული და საბჭოთა კავშირის გავლენა, ძირითადად სამზარეულოზე აისახა, მაგალითად კი ხაჭაპური მოჰყავს.

გამოცემაში განსაკუთრებულად არის აჭარისა და ყაზბეგის კურორტებზე აქცენტი გაკეთებული. “ქართული სტუმართმოყვარეობით გამორჩეული აჭარა თავისი სიგრილის აურით და სამთო კურორტი ყაზბეგი ვიზიტისთვის საუკეთესო ადგილებია” – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებს, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტისთვის კი ავტორი აპრილისა და ივნისს ასახელებს.ასევე, მოსავლის აღების პერიოდს, როდესაც უხვად შეიძლება ადგილობრივი ბოსტნეულის, ფხალეულის, ხილისა და სხვა პროდუქტების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები