საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს.

ქართველმა 17-წლამდელებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მონტენეგროს 2:0 სძლიეს და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მეორე ტურშივე მოიპოვეს.

ანგარიში 28-ე წუთზე დავითაშვილმა გახსნა, მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე კი კვარაცხელიამ საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საკვალიფიკაციო ეტაპს, საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს, იტალიასთან დაპირისპირებით დაასრულებს. ელიტ-რაუნდის საგზურს ქვეჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოსთან ერთად, შემდეგ ეტაპზე იტალია ითამაშებს. სწორედ ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული დაიკავებს პირველ ადგილს ქვეჯგუფში

წყარო:”press.ge”

სხვა ვიდეოები