საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო რეიტინგებში 2017 წელს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა MOODY’s-მა, Fitch Rarings-მა და S&P-მა 2017 წელს საქართველოს ახალი საკრედიტო რეიტინგი დაადასტურეს. კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba 2-მდე  გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კომპანია Fitch Rating-ის შეფასებით საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი “სტაბილურია”.

 საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB მინუსი განვითარებადი, საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია. Fitch-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში არსებული მაღალი დეფიციტია, ხოლო S&P შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა, რეიტინგის პროგნოზით “სტაბილური”.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშში ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ისევ 4.3-ია, მაგრამ რეიტინგში პოზიცია სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო გაუუარესდა. რაც შეეხება საქართველოს მთლიან პოზიციას, აღსანიშნავია რომ, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწელს გაუმჯობესების ტენდენცია იყო. ასე მაგალითად, თუ 2011-2012 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩვენ ქვეყანას 88-ე პოზიცია ეკავა, 2016 წლის რეიტინგში 59-ე ადგილამდე დავწინაურდით, თუმცა წელს უკან დავიხიეთ 8 საფეხურით.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ ანგარიშში Doing Business 2017 საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-16 ადგილზეა. შარშანდელ რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილზე იყო და შესაბამისად 7 პოზიციით წინ წაიწია. რეიტინგის ლიდერები ახალი ზელანდია, სინგაპური და დანია არიან. ბოლო ადგილებზე კი ლიბია, ერითრია და სომალი არიან. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი (მე-12) და ლატვია (მე-14) უსწრებს. კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები