მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ტურისტული სეზონის პარალელურად, მახუნცეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სავაჭრო დახლები, შენდება ტურისტული ცენტრი, ღია სცენა, ხელოვნური საფარით მინი სპორტული მოედანი, სველი წერტილების ობიექტები, კეთილმოეწყო ავტოსადგომი და მიმდინარეობს კიდევ ერთის მოწყობა, ეწყობა ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია დეკორატიული ხიდით, დაგეგმილია ჩანჩქერის მიმდებარედ ადაფტირებული ბილიკების მოწყობა და ა.შ. მახუნცეთის კეთილმოწყობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 700 000 ლარია გათვალისწინებული.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები