საქართველოს კომერციული ბანკები მოგებით ევროპის და აზიის ბანკებს უსწრებენ

საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპის და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის 1 ადგილზეა. როგორც სოციალურ ქსელში ეკონომისტი მიხეილ დუნდუა წერს, ფიზიკური პირების დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 1 მილიარდ 720 ლარით და უცხოურ ვალუტაში შემცირდა მხოლოდ 80 მილიონი დოლარით.

დუნდუას აზრით გამოსავალი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებაშია.  კერძოდ, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი 20%-ზე დაბალი, ასევე კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.

„უნდა წახალისდეს ბიზნეს სესხები, ანუ გირაოს უზრუნველყოფაზე უფრო მეტად ყურადღება უნდა მიექცეს სესხის დასამტკიცებლად წარდგენილ ბიზნესპროექტის სამომავლო შემოსავლიანობის მაჩვენებლებს. ეს საკითხის სავალუტო ფონდის რეკომენდაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ არის დასარეგულირებელი“, – წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები