საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 231 736 მოქალაქემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 231 736 მოქალაქემ  მიიღო, რაც ამომრჩეველთა 6.74%-ია.

რაც შეეხება რეგიონებს: აჭარა – 20083 მოქალაქე, რაც ამომრჩეველთა 6.5%-ს შეადგენს. გურია – 9883 მოქალაქე, ამომრჩეველთა 9%. თბილისი- 59424 მოქალაქე, 6.3%. იმერეთი 37580 მოქალაქე, 7%. კახეთი  20977 მოქალაქე, 6.9%. მცხეთა -მთიანეთი 6108 მოქალაქე 7.1%. რაჭა ლეჩხუმი 3903 11.2%. სამეგრელო-ზემო სვანეთი 24584 მოქალაქე, 7.2%. სამცხე-ჯავახეთი 11325 მოქალაქე 7.8. ქვემო ქართლი 24183 მოქალაქე, 6.2%. შიდა ქართლი 13686 მოქალაქე,  5.8%.

დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440123-ს შეადგენს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები