საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა – 2017 წლის OPEN გამოკითხვის შედეგები

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი  გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება.

საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია.

საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 61%-ს საგრძნობლად აღემატება.

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ  1000–ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები