საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

“ძალინ ვღელავ ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად”, – ამის შესახებ ძალინ ვღელავ ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი თქმით პატრიარქის ეს გადაწყვეტილება, მისი თანამოსაყდრეობის შესახებ მისთვის მოულოდნელი იყო.

“გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, შეგეწიოთ მისი მადლი. ნამდვილად, ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი, ძალინ ვღელავ ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. მეორეს მხრივ ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს ძალიან დიდი ჯვარია და იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა კურთხევის.

ჩვენს ისტორიაში ვერ ვიხსენებს ასეთი ფაქტი რომ მოხდარიყოს, ამიტომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ეს ვალდებულებები, როგორი იქნება და ეს გვეცოდინება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დაასახელა.

ცნობისთვის, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, რომელიც მიღებულია მცხეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, იმ შემთხვეში თუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეუძლოდ გახდება, პატრიარქის მოსაყდრეს უფლება აქვს დაეხმაროს კათოლიკოს-პატრიარქს მოვალეობების შესრულებაში.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები