საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს ანგარიშით – 4:0 სძლია და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თავიანთი პარტიები მოიგეს – ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.

ქალთა ჩემპიონატს 13 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს,  რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას. ქულით ნაკლები აქვს ქართულ გუნდს, ხოლო 10-10 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს პოლონელები და თურქები ინაწილებენ.

მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ ამ ოთხეულის შეხვედრა იქნება: თურქეთი – რუსეთი და პოლონეთი – საქართველო. მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები