საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული

12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული. დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოთ პირველად შეიკრიბა, თუმცა რაზე იმსჯელებნ ჯერ ჯერობით უცნობია.

“მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვმდელმთავრებმაც არაფერი იციან, განსახილველ საკითხებს სხდომის შემდეგ გაიგებთ. ფაქტი , რომ გუშინ გამოცხდდა სხდომა, მოგვიწია ჩამოსვლა და ალბათ ბევრი ვერ იქნება სინოდის სხდომაზე. როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შეხვედრაა.  ვნახოთ, ალბათ უწმინდესი იტყვის. ჩვენ ვარაუდებისგან შორს ვართ, რეალობას ვნახავთ “, – განაცხადა ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები