“საქართველოს თასი ლაშქრობაში”-ს ფინალში აჭარიდან მხოლოდ შუახევის გუნდი გადავიდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო -,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პროექტს – ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ.

პროექტის მოიცავს II ეტაპს. I ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება 5 კაციანი მუნიციპალური გუნდები, რომლებიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო რეგიონული გუნდის გამოსავლენად. მე-2 ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება 10 რეგიონული გუნდის შეეჯიბრება და გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი – გარდამავალი ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” და თითოეული მონაწილისათვის სამახსოვრო სერტიფიკატი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მონაწილეებს სატრენინგო მომსახურებით, ადგილზე კვებით, კარვებით, საძილე ტომრებით და ყველა სხვა საჭირო ინვენტარითა და აღჭურვილობით, ხოლო ,,საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია” უზრუნველყოფს შეჯიბრების მოწყობასა და მონაწილეთა ინსტრუქტაჟს.

26 აგვისტოს ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში, აჯამეთის აღკვეთილში გაიმართა შეჯიბრი “საქართველოს თასი ლაშქრობაში ” პირველი ეტაპი აჭარისა და გურიის რეგიონის მონაწილეობით..აჭარის რეგიონის გამარჯვებული შუახევის მუნიციპალიტეტი გახდა და ფინალის საგზური მოიპოვა..დასკვნითი ეტაპი სექტემბერის ბოლოს ბორჯოლ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაიმართება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები