საქართველოს ტერიტორიაზე სკანდინავიის ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები უკვე გავრცელდა

საქართველოს ტერიტორიაზე სკანდინავიის ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები უკვე გავრცელდა, შედეგად ამინდი გაუარესდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და სანაპირო ზოლში. ზღვაზე უკვე შტორმული სიტუაციაა. ღამისა და დილის საათებში გადმოინაცვლებს ძლიერი ღრუბლების ნაკადი, რის გამოც მოსალოდნელია – დაბლობ რაიონებში ძალიან ძლიერი ხასიათის წვიმა, შიდამთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

გაძლიერდება დასავლეთის ქარი რომლის სიჩქარეც ზოგან 30 მეტრ წამს მიაღწევს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რომლის სიმაღლემაც შესაძლოა 5 ბალს გადააჭარბოს. ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს. გააქტიურდება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები