საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ “აიპრესს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, ზღვაზე კი,  შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები