საქართველოში მკვეთრად აცივდა და პირველი თოვლი მოვიდა

დღეს საქართველოში მაღალმთიან რაიონებში გათოვდა. კობსა და ჯვარში ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცა და  პირველი თოვლი მოვიდა.

დაბლობ რაიონებში ძლიერი კატეგორიის ნალექი  ფოთში 109 მმ მოვიდა და ძლიერი ინტენსივობის ქობულეთში 50 მმ.  საშუალო რაოდენობის  ნალექი მოვიდა ზესტაფონში 25მმ, გორში კი 24 მმ. ლაგოდეხში 34 მმ და თბილისში 16 მმ.

ბათუმში მცირე რაოდენობის ნალექი გამოწვეული იყო თურქეთის სანაპირო ზოლში დიდი რაოდენობის ნალექისა ძლიერი ქარისაგან. ამიტომ სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული ღრუბლების ტენიანობა შედარებით დაბალი იყო. მეტეოროლოგები ხვალ, ნალექის ინტენსივობის შემცირებას და დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

უახლოეს დღეებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები