საქმიანი შეხვედრა სხალთაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, შპს ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის სხალთის ფილიალში, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს ეგიდით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ექიმებმა უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს.
უმაღლესი საბჭოს წევრის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში, საკანონმდებლო ორგანოსა და კორპორაცია „ევექსის“ თანამშრომლობით, წელს უკვე მესამე აქცია ჩატარდა, ანალოგიური აქციებით წლის ბოლომდე სხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ.
სხალთიდან საკანონმდებლო ორგანოსა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ფარჩხაში, ლოგინად ჩავარდნილი 67 წლის ლევან ბოლქვაძე მოინახულეს, პირველადი სამედიცინო საშუალებები მიუტანეს და ავადმყოფის ოჯახს, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდენენ.

“აჭარის ა.რუმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები