საქველმოქმედო აქცია

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს და წინასაახალწლოდ სასურსათე ამანათები გადასცეს. „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მსგავსი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნა. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამისი ახალი პროგრამების შემუსავებასა და არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი მეგობარი კერძო კომპანიების მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს გულისხმიერება და შეეცადნენ მცირედით მაინც შეწეოდნენ შეჭირვებულ ოჯახებს“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ. მერიის ორგანიზებით კომპანია „სინოჰიდრო“ საქველმოქმედო აქციებს რამდენიმე წელია რეგულარულად ახორციელებს. წინასაახალწლოდ აქციის ფარგლებში სამშენებლო კომპანია წინასაახალწლოდ სასურსათო ამანათებს დაბა ჩაქვში მცხოვრებ 35 ოჯახს გადასცემს. ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ საქართველოში რამდენიმე წელია სხვადასხვა მაშტაბურ პროექტებს წარმატებულად ახორციელებს. ამ ეტაპისთვის კომპანია ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს აწამოებს.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები