საქველმოქმედო კონცერტი

ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტი აჭარის მაუწყებლის ინიციატივით ჩატარდა და უწყების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქველმოქმედო კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფონდისთვის თანხები გადარიცხეს როგორც კერძო კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა. შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება. ღონისძიების ბოლოს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ხელმძღვანელს საჩუქრად ბინა გადაეცა.
საქველმოქმედო კონცერტს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

წყარო:”ბატუმის მერია”

სხვა ვიდეოები