საქველმოქმედო საღამო

ქველმოქმედება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ფონდ ,,ბილივის’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა შეიძინეს. გათამაშდა ლატარიის ბილეთები.

საღამოს მუსიკალურად თბილისის ბიგ- ბენდის სოლისტი, მაია ბარათაშვილი აფორმებდა. ღონისძიებიდან შესული თანხა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მოხმარდება.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები