სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის  დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  2649,47 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11465,54 ლარის ოდენობით შეეფარდა“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები