სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიხეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები