სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე, ე.ბ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ; მეტანფეტამინი (0,92 გრ.),  კოკაინი (0,62 გრ.), მარიხუანა (5,63 გრ.) ექსტაზი (762 აბი) და აღნიშნული აბების ნატეხები, ასევე ნარჩენი ფხვნილი (18,51 გრ.) აღმოაჩინეს“.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები