სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღები ჯგუფის მიმართ თურქი მებაჟეების მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე.

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია პოლიციის გონიოს განყოფილებაში იმყოფებიან. საქმესთან დაკავშირებით ისინი სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხებენ.

პოლიციაში გადამღები ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძესთან ერთად  მივიდნენ.

 წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები