სარფში სკოლის მშენებლობის პროცესს გამგებელი გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი დაიწყო. დღეს საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე გაეცნო. ობიექტის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „დამბა“ აწარმოებს, რომელიც 2018 წლის სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დამკვეთი აჭარის ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროა. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სარფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამორტიზირებულ შენობაში მიმდინარეობდა.

“ხელვაშაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები