საშობაო ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში

ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ,,მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ხალხისთვის” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები