საშობაო ნაძვის ხის ბაზრობა გაიხსნა

ტრადიცულულად საშობაო ნაძვის ხის ბაზრობა  გმირთა ხეივანში გახისნა. ახალი წლის სიმბოლო ცოცხალი ნაძვის წიწვებიდანაა აწყობილი.

აქვე ნახავთ გურულ ჩიჩილაკსაც, იგივე წმინდა ბასილის წვერებს. ტერიტორიაზე პიროტექნიკა და სხვა საახალწლო აქსესუარებიც იყიდება. ყველაზე დიდი ჩიჩლაკის ფასი  40 ლარია. პატარებს გაცილებით დაბალ ფასში შეიძენთ.

საშობაო ნაძვის ხის ფასები 20 ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით 100 ლარამდეც ადის. საშობაო ბაზრობა გმირთა მოედანზე რამდენიმე წელია იმართება, ბაზრობამ ტრადიციული სახე მიიღო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები